22 დეკემბერი 2024,   09:26
ვრცლად
სამწუხაროდ, საქართველოში რადიკალურ ოპოზიციას მორალი საერთოდ არ აქვს - მათ შეიძლება ერთ დღეს გმირები, საკუთარი წარმოდგენით, აქციონ ანტიგმირებად - რატი ბრეგაძე

"ქართული ოცნების" საარჩევნო სიის პირველ ოცეულთან დაკავშირებით, არასამთავრობო სექტორისა და სამოქალაქო აქტივისტების შეფასებებს ხელისუფლების წარმომადგენლები ეხმაურებიან. მმართველი გუნდი ოპონენტების და მათთან დაკავშირებული პირების მხრიდან სიძულვილისა და ძალადობის კამპანიაზე საუბრობს.

"სამწუხაროდ, საქართველოში რადიკალურ ოპოზიციას მორალი საერთოდ არ აქვს. მათ შეიძლება ერთ დღეს გმირები, საკუთარი წარმოდგენით, აქციონ ანტიგმირებად, თუმცა, რა თქმა უნდა, მათ ეს ნომერი არ გაუვათ. თავდასხმა იმ ადამიანებზე, რომლებმაც ამდენი ქართველი გაახარეს საკუთარი წარმატებით, რომლებიც მთელი ცხოვრება იღვწიან იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტჯერ ააჟღერონ საქართველოს ჰიმნი და საკუთარ საქმეში, საკუთარი შრომით მიაღწიეს უდიდეს წარმატებას, ამ ადამიანებზე განახორციელო ასეთი ზეწოლა, უბრალოდ არის წარმოუდგენელი," - აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ.

ცნობისთვის, "ქართულმა ოცნებამ" საარჩევნო სიის პირველი ოცეული წარადგინა. სიის პირველ ნომრად პარტიის საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი დასახელდა. სიაში ასევე არიან სპორტსმენები - ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი.

დღის ამბები