21 დეკემბერი 2024,   19:41
ვრცლად
თუ როთის ვიზიტი ემსახურება ბოდიშის მოხდას, კეთილი იყოს მისი ჩამოსვლა საქართველოში - ჯერ ეს ნაბიჯი გადადგას და მერე გადავწყვეტთ, საერთოდ, ღირს თუ არა მასთან შეხვედრა - ანრი ოხანაშვილი

ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაელ როთი საქართველოში ჩამოდის. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. როთი ჯერ საქართველოს ეწვევა, შემდეგ კი სომხეთში გაემგზავრება. "მოუთმენლად ველი მეგობრებთან, მოკავშირეებსა და ერთგულ ევროპელებთან შეხვედრას საქართველოსა და სომხეთში"- წერს ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ "ოცნების" წევრები არ აპირებენ შეხვედრას პოლიტიკოსთან, რომელიც რადიკალური ოპოზიციის აქციებზე იდგა, ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას ცდილობდა და ეკლესიას შეურაცხყოფას აყენებდა.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ როთმა, წინა ვიზიტისას, უხეშად დაარღვია დიპლომატიური ეტიკეტის ნორმები.

"ბატონი როთი ჩვენს საზოგადოებას დაამახსოვრდა, როგორც ჭკუის მსწავლებელი. მან გადაწყვიტა, რომ ჭკუა ესწავლებინა, თუ რას ნიშნავს დემოკრატია, მან გადაწყვიტა, რომ ჭკუა უნდა ესწავლებინა ჩვენი ხალხისთვის, მთავრობისთვის. ეს არის დიპლომატიური ეტიკეტის უხეშად დარღვევა. ჩვენთვის ეს მიუღებელია. თუ მისი ვიზიტი ემსახურება ბოდიშის მოხდას, კეთილი იყოს მისი ჩამოსვლა საქართველოში ბოდიშის მოსახდელად, ჯერ ეს ნაბიჯი გადადგას და მერე გადავწყვეტთ, ღირს თუ არა საერთოდ მასთან შეხვედრა - ადამიანთან, რომელიც ცდილობს, ჩვენი ქვეყნის საქმეებში უხეშად ჩაერიოს,"- აცხადებს ანრი ოხანაშვილი.

დღის ამბები