21 დეკემბერი 2024,   20:21
ვრცლად
ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 8 პროცენტზე, უცვლელად დატოვა

ეროვნულმა ბანკმა 8 პროცენტზე, უცვლელად დატოვა რეფინანსირების განაკვეთი. უწყება განმარტავს, რომ საქართველოში ინფლაცია მიზნობრივ, 3 პროცენტზე დაბალია. მიმდინარე წლის აგვისტოში ფასების საერთო დონე, წლიურად, ერთი პროცენტით გაიზარდა, საბაზო ინფლაციამ კი 0,9 პროცენტი შეადგინა.

ამასთან, ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ, პოზიტიური ფაქტორების მიუხედავად, საყურადღებოა მაღალი გლობალური ეკონომიკური გაურკვევლობა, რამაც შესაძლოა ინფლაციური წნეხი შექმნას.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 23 ოქტომბერს ჩატარდება.

დღის ამბები