14 ოქტომბერი 2024,   03:32
ვრცლად
ქართულ ჭიდაობაში ტურნირი, ყოველწლიურ სახეს მიიღებს - ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარმა ქართულ ჭიდაობაში ტურნირს უმასპინძლა

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარმა ქართულ ჭიდაობაში ტურნირს უმასპინძლა. ადგილობრივებთან ერთად ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი, აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრებთან ერთად დაესწრო.

შოთა ხაბარელისა და ნიკოლოზ შერაზადაშვილის სახელობის ტურნირში მონაწილეობა, ძიუდოში საქართველოს ნაკრების წევრებმა მიიღეს. აბსოლუტურ წონით კატეგორიაში გამარჯვებული გურამ თუშიშვილი გახდა. შეხვედრების დასრულების შემდეგ გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. მოქმედი და ყოფილი სპორტსმენები აღნიშნავენ, რომ მსგავსი ტურნირები ქართული ჭიდაობის განვითარებისთვის მნიშვნელოვან როლს ასრულებენ.

ტურნირი, რომელიც ბიზნესმენ სლავა შერაზადაშვილის ორგანიზებით გაიმართა, საზეიმო კონცერტით დასრულდა. მსმენელების წინაშე "ღამის შოუს ბენდი" და "რეზო და ბავშვები" წარდგნენ.

სპორტული ღონისძიების ორგანიზატორებმა დღეს განაცხადეს, რომ ქართულ ჭიდაობაში ტურნირი, ყოველწლიურ სახეს მიიღებს.

დღის ამბები