21 დეკემბერი 2024,   20:19
ვრცლად
მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ერთმანეთს რამდენიმე ავტომობილი შეეჯახა

თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი მსუბუქად დაშავდა.

ტერიტორიაზე სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები არიან მობილიზებულნი.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში "რუსთავი 2-ს" განუცხადეს მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობ, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობის მსუბუქად დაზიანება გამოიწვია.

დღის ამბები