21 დეკემბერი 2024,   20:26
ვრცლად
ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა დაიწყო

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა დაიწყო. შეხვედრაზე მხარეები საოკუპაციო ხაზთან, წინა შეხვედრიდან დღემდე პერიოდში, განვითარებული მოვლენების შესახებ იმსჯელებენ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლის ირაკლი ანთაძის განცხადებით, აღნიშნულ პერიოდში უკანონო დაკავების 6 ფაქტი მოხდა. აქედან 4 პირის გათავისუფლება ოპერატიულად მოხერხდა. ამ დროისთვის ცხინვალის ციხეში უკანონო პატიმრობაში საქართველოს 10 მოქალაქე რჩება.

საანგარიშო პერიოდში საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ასევე დაფიქსირდა უკანონო ბორდერიზაციის 8 შემთხვევა.

დღის ამბები