21 დეკემბერი 2024,   20:16
ვრცლად
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა დასრულდა

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა დასრულდა. შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს საოკუპაციო ხაზთან წინა შეხვედრიდან დღემდე პერიოდში განვითარებული მოვლენების შესახებ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, აღნიშნულ პერიოდში უკანონო დაკავების 6 ფაქტს ჰქონდა ადგილი. აქედან 4 პირის გათავისუფლება ოპერატიულად მოხერხდა. ამ დროისთვის ოკუპირებული ცხინვალის ციხეში უკანონო პატიმრობაში საქართველოს 10 მოქალაქე რჩება.

საანგარიშო პერიოდში საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ასევე დაფიქსირდა უკანონო ბორდერიზაციის 8 შემთხვევა.

დღის ამბები