21 დეკემბერი 2024,   19:07
ვრცლად
გურჯაანში 33 წლის ხელოსანს შეკეთებისას მანქანა დაეცა და დაიღუპა

გურჯაანში, 33 წლის კაცი უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა. შემთხვევა სოფელ კოლაგში, ავტოსახელოსნოში მოხდა.

ადგილობრივები ჰყვებიან, რომ ავტომობილის შეკეთების დროს, მანქანა ჩამოვარდა და ხელოსანი ქვეშ მოიყოლა.

ადგილზე გამოიძახეს სასწრაფო დახმარების ჯგუფი, თუმცა მიღებული დაზიანებები 33 წლის კაცისთვის სასიკვდილო აღმოჩნდა. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

დღის ამბები