22 დეკემბერი 2024,   09:57
ვრცლად
პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსს არჩევნებისთვის რეგისტრირებული 27 პარტიიდან ხელი ექვსმა მოაწერა

პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსს არჩევნებისთვის რეგისტრირებული 27 პარტიიდან ხელი ექვსმა მოაწერა. დოკუმენტის გაფორმება გუნდებს საარჩევნო ადმინისტრაციამ შესთავაზა.

ხელმომწერებს შორის არიან "ქართული ოცნება", "შეცვალე საქართველო", "ევროპელი დემოკრატები", "სამართლიანობისთვის", "მესამე გზა" და "ჩვენი გაერთიანებული საქართველო".

ოპოზიციის უმრავლესობა ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის შეთავაზებას არ დათანხმდა, რაც სახელისუფლებო პარტიისთვის აჩვენებს მხოლოდ იმას, რომ ოპონენტები წინასაარჩევნო პერიოდში მინიმალურ სტანდარტების დაცვაზეც არ იღებენ პასუხისმგებლობას.

დღის ამბები