16 ნოემბერი 2024,   20:17
ვრცლად
"ფორმულა" ავრცელებს მესიჯს, რომ თუ ქართველი ხალხი არ დააბრუნებს ხელისუფლებაში კოლექტიურ "ნაცმოძრაობას", დაისჯება, ეს არის იაფფასიანი შანტაჟის მცდელობა - ირაკლი კობახიძე

ტელეკომპანია "ფორმულა“ ავრცელებს მესიჯს, რომ თუ ქართველი ხალხი არ დააბრუნებს ხელისუფლებაში კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“, დაისჯება, ეს არის იაფფასიანი შანტაჟის მცდელობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შესაძლო შეჩერებაზე გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს არის იაფფასიანი შანტაჟის მცდელობა.

„უნდათ ხალხს მიაწოდონ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ თუ ქართული საზოგადოება ხელისუფლებაში არ დააბრუნებს სისხლიან რეჟიმს - კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“, ამ შემთხვევაში დაისჯება საზოგადოება. ეს არის მესიჯი - თუ ქართველი ხალხი არ დააბრუნებს ხელისუფლებაში კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“, ამ შემთხვევაში ქართველი ხალხი დაისჯება. ამ მესიჯს ავრცელებს ტელეკომპანია „ფორმულა“. ეს არის იაფფასიანი შანტაჟი, რომელსაც ფასი ვერ ექნება საარჩევნოდ. ქართული საზოგადოება ასეთ შანტაჟს კიდევ უფრო მკაფიო პასუხს გასცემს 26 ოქტომბერს“, - აღნიშნა პრემიერმა.

დღის ამბები