21 დეკემბერი 2024,   20:04
ვრცლად
უკონტროლო ხანძრები პორტუგალიაში - ქვეყანა 50-ზე მეტ კერას ებრძვის

პორტუგალიის ცენტრალურ და ჩრდილოეთ ნაწილში უკონტროლო ხანძრები გრძელდება. ქვეყანა ამჟამად 50-ზე მეტ აქტიურ ხანძარს ებრძვის, მობილიზებულია 5 300 მეხანძრე, ამასთანავე, პორტუგალია დახმარებას ითხოვს ევროკავშირისგან.

ხელისუფლებამ რამდენიმე საავტომობილო გზა დახურა, მათ შორის - მთავარი მაგისტრალის მონაკვეთი, რომელიც ლისაბონსა და პორტოს აკავშირებს. ევაკუირებულია რამდენიმე სოფელი.

მოძრაობა შეჩერდა ჩრდილოეთის ორ სარკინიგზო ხაზზეც. დაიწვა რამდენიმე სახლი და ზოგიერთი საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა.

ეროვნული საგანგებო და სამოქალაქო დაცვის მეთაურმა განაცხადა, რომ, წელიწადის ამ დროისთვის უჩვეულოდ მშრალ პირობებსა და ქარის 70კმ/სთ სიჩქარის ფონზე, ვითარება, შესაძლოა, გაუარესდეს.

დღის ამბები