22 დეკემბერი 2024,   06:14
ვრცლად
პოლონეთის სიდიდით მესამე ქალაქი ვროცლავი წყალდიდობის პიკისთვის ემზადება

პოლონეთის სიდიდით მესამე ქალაქში წყალდიდობის პიკისთვის ემზადებიან. დატბორილია პოლონეთ-ჩეხეთის სასაზღვრო რეგიონიც, თუმცა, არსებული ინფორმაციით, სტიქიას უშუალოდ ვროცლავში სერიოზული ზიანი ჯერ არ გამოუწვევია. პოლონეთის პრემიერის განცხადებით, მდინარეებზე წყლის დონის მატებას ჯერ კიდევ ელიან.

"ძალიან ნაადრევია იმის გამოცხადება, რომ ვროცლავში წყალდიდობა დაძლეულია", - განაცხადა დონალდ ტუსკმა კრიზისული სიტუაციების მართვის გუნდთან შეხვედრისას.

ერთ-ერთი ადგილობრივი, Reuters-თან საუბრისას, ამბობს, რომ მოსახლეობა უარესი სცენარისთვის ემზადებოდა და დღეს არსებული "სიტუაცია მოსალოდნელზე უკეთესია".

"ამ დროისთვის, ქალაქის ცენტრში წყალდიდობა არაა (...) დატბორილია რეკრეაციული პლაჟები, მაგრამ მგონი, ამას ყველა ველოდით. ვფიქრობ, ჯერჯერობით ყველაფერი ოპტიმისტურად გამოიყურება", - ამბობს ქალი.

რეგიონის მასშტაბით, 16 000 ჯარისკაცია მობილიზებული. სამხედროები, პოლიციასთან და მოხალისეებთან ერთად, მოსახლეობას ეხმარებიან.

ევროპა უკანასკნელი, სულ მცირე, ორი ათწლეულის განმავლობაში, ყველაზე დამანგრეველ წყალდიდობას ებრძვის. კონტინენტის მასშტაბით, სტიქიამ უკვე 24 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

დღის ამბები