ევროპაში წყალდიდობამ 24 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. კონტინენტი მასშტაბურ სტიქიას ებრძვის. მაშველები უგზო-უკვლოდ დაკარგული 8 ადამიანის პოვნას ამ დრომდე ცდილობენ. 7 ქვეყნის რეგიონებში ქარიშხალმა "ბორისმა" მასშტაბური ნგრევა გამოიწვია.
ევროპაში დატრიალებული კატასტროფის მიზეზად ჰიდრომეტეოროლოგები კლიმატის ცვლილებას ასახელებენ. ახლა ქარიშხალი პირინეის ნახევარკუნძულისკენ მიიწევს. სტიქიასთან შესახვედრად იტალიის მცხოვრებლები ემზადებიან.