19 სექტემბერი 2024,   23:57
ვრცლად
პორტუგალიაში ტყე იწვის - ქვეყნის ჩრდილოეთით ცეცხლის 100 აქტიური კერაა, არის მსხვერპლი

პორტუგალიაში ტყე იწვის - ქვეყნის ჩრდილოეთით ცეცხლის 100 აქტიური კერაა. დამწვარია 15 ათასი ჰექტარი. ხანძრის ლოკალიზება ვერ ხერხდება.

ცეცხლს 5 ათასი მეხანძრე ებრძვის. არის მსხვერპლი. დაიღუპა 4 მეხანძრე და 3 სამოქალაქო პირი.

სტიქიური უბედურების ზონაში ბუნებრივი კატასტროფის რეჟიმი მოქმედებს. მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია.

დღის ამბები