21 დეკემბერი 2024,   19:07
ვრცლად
რადიკალური ოპოზიციის მიზანი დესტრუქციაა, ხოლო საარჩევნო პროგრამა საქართველოს ღალატის გზაა - შესაბამისად, ეს ადამიანები ძალიან მწარედ დამარცხდებიან - რატი იონათამიშვილი

"ჩვენ ვხედავთ, რომ რადიკალურ ოპოზიციას საარჩევნო კამპანია არ აქვს; ისინი ან ერთმანეთს ხვდებიან, ან, თუ გაბედეს და საზოგადოებასთან მივიდნენ, პირდაპირ ძალადობენ ამომრჩეველზე," - ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა გააკეთა.

მისივე შეფასებით, "რადიკალური ოპოზიციას" დემოკრატიული პროცესების ინტერესი არ აქვს, ამიტომ დეზინფორმაციასა და სიცრუეს არიან ამოფარებულები.

"ჩვენ ვხედავთ, რომ რადიკალურ ოპოზიციას საარჩევნო კამპანია არ აქვს; ისინი ან ერთმანეთს ხვდებიან, ან, თუ გაბედეს და საზოგადოებასთან მივიდნენ, პირდაპირ ძალადობენ ამომრჩეველზე. როდესაც მსგავს მეთოდებს მიმართავენ ადამიანები, საერთოდ, რა პერსპექტივა შეიძლება ჰქონდეთ მათ პოლიტიკაში?! - არანაირი. ეს ადამიანები დეზინფორმაციასა და სიცრუეს ეფარებიან და ამიტომაცაა, რომ მათი მიზანი არაა დემოკრატიული პროცესები და დემოკრატიული არჩევნები. მათი მიზანი დესტრუქციაა, მათი საარჩევნო პროგრამა არის საქართველოს ღალატის გზა. შესაბამისად, ეს ადამიანები დამარცხდებიან ძალიან მწარედ," - აცხადებს რატი იონათამიშვილი.

დღის ამბები