23 სექტემბერი 2024,   12:24
ვრცლად
აშშ-ში, როდეოდან 8 ხარი გაიქცა - ხელისუფლება მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს

აშშ-ში, მასაჩუსეტსის შტატში, როდეოდან 8 ხარი გაიქცა. ცხოველებმა ღობე გაარღვიეს და სავაჭრო ცენტრის პარკინგის გავლით ქალაქში გაიქცნენ. ინფორმაციას abcnews-ი ავრცელებს.

შემთხვევა ნორტ-ეტლბორში, სავაჭრო ცენტრ Emerald Square Mall ტერიტორიაზე მოხდა. ხარების გაქცევის ფაქტის დაფიქსირება ადგილობრივებმა ტელეფონებით შეძლეს.

სახანძრო-სამაშველო სამსახურის ხელმძღვანელმა მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდა და ურჩია, რომ ხარების ნახვის შემთხვევაში მათ არ მიუახლოვდნენ. ასევე, მოსახლეობას მოუწოდა, რომელიმე ცხოველის ნახვის შემთხვევაში 911-ში დარეკონ.

ქალაქის ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს ფრთხილად იყვნენ და მოერიდონ იმ რაიონს, სადაც ცხოველები გაიქცნენ.

დღის ამბები