24 სექტემბერი 2024,   15:25
ვრცლად
"მსოფლიოს მშვიდობიანი განვითარება და მდგრადი მომავალი სჭირდება" - უკრაინის პრეზიდენტი აშშ-ში უკრაინის გამარჯვების გეგმას განიხილავს

ომი გრძელდება უკრაინაში. საჰაერო განგაში იყო სხვადასხვა ოლქში. მათ შორის - კიევში. საოკუპაციო ძალებმა ზაპოროჟოეში სახლები დაბომბეს. დაიღუპა 1 და დაშავდა 4 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი. დაიბომბა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებებიც. უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, სიტუაცია დაძაბულია დონეცკის ოლქში.

უკრაინის პრეზიდენტი ამერიკის შტატებში უკრაინის გამარჯვების გეგმას განიხილავს. წინადადება რამდენიმე ნაწილისგან შედგება.

მედიის ცნობით, ეს არის კურსკის ოპერაციის გაგრძელება, უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების შექმნა და მოკავშირეების დახმარება ეკონომიკის აღდგენისთვის.

"მსოფლიოს მშვიდობიანი განვითარება და მდგრადი მომავალი სჭირდება. მე ამას არ ვამბობ როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ქვეყნის, რომელიც ხისტ რუსულ კოლონიალურ აგრესიას წინააღმდეგობას უწევს. ჩვენ ზუსტად ვიცით, რის მიღწევა შეუძლია გლობალურ ერთობას, როგორც აქ, გაეროში, ისევე - უკრაინის სამშვიდობო სამიტებზე, სადაც ვცდილობთ რუსეთისა და მისი მოკავშირეების დამანგრეველი ძალა დავძლიოთ. ახლა მეორე სამშვიდობო სამიტისთვის ვემზადებით, პარტნიორებთან ერთად, ნაბიჯ-ნაბიჯ, მშვიდობის ფორმულის შესაბამისად, წინ მივიწევთ. პასუხისმგებლობას დავაკისრებთ რუსეთს ტერორისთვის," - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

დღის ამბები