05 ოქტომბერი 2024,   13:26
ვრცლად
ძალოსანი მარიამ მურღვლიანი მსოფლიო ვიცე-ჩემპიონია

მარიამ მურღვლიანი მსოფლიო ვიცე-ჩემპიონია - ძალოსანმა ატაცში ვერცხლი მედალი მოიპოვა.

ესპანეთში მიმდინარე U20 ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე, ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის, თემურ ჯანჯღავას ხელმძღვანელობით, მარიამ მურღვლიანი (87 კგ.) წარმატებით ასპარეზობს.

ქართველმა გოგონამ ატაცში თავი 98 / 102 / 105 კილოგრამს გაართვა, ვერცხლის მედალი მოიპოვა და მსოფლიო ვიცეჩემპიონობა იზეიმა.

გარდა ამისა, მურღვლიანმა საქართველოს რეკორდი, რომელიც მასვე ეკუთვნოდა, 1 კილოგრამით გააუმჯობესა. 

დღის ამბები