21 დეკემბერი 2024,   19:12
ვრცლად
ხელის თხოვნა სცენაზე, ექსტრემალური ნომრები და წამყვანის მოულოდნელი გარდასახვა - ყველაზე რეიტინგული მეგაშოუ "ნიჭიერი" გრძელდება

ყველაზე რეიტინგული მეგაშოუ "ნიჭიერი" გრძელდება - ხელის თხოვნა სცენაზე, ექსტრემალური ნომრები და წამყვანის მოულოდნელი გარდასახვა, მეგაპროექტის მეორე ეპიზოდი სოციალურ ქსელებში დიდ მოწონებას იმსახურებს.

ყველა მონაწილისთვის საოცნებო ღილაკი ჟიურიმ ამჯერად სვანური ფოლკლორული ანსამბლის "ნენსკრას" ფერხულის მოსმენის შემდეგ გამოიყენა. კულმინაციურ მომენტამდე კი "ნიჭიერის" მაყურებელმა არა ერთი სახალისო და გულისამაჩუყებელი ნომერი იხილა.

"ნიჭიერის" მე-11 სეზონს სანახაობრივი სცენების გარდა, გამოარჩევს ისიც, რომ მეგაპროექტში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან იღებენ მონაწილეობას.

ყველაზე რეიტინგული, ექსტრემალური, შთამბეჭდავი მეგაშოუ მაყურებელს მომდევნო ეპიზოდში უფრო მეტ სანახაობას ჰპირდება. მეგაპროექტის ნახვა მაყურებელს ყოველ სამშაბათს კურიერის დასრულებისთანავე შეუძლია.

 

 

დღის ამბები