03 ოქტომბერი 2024,   19:24
ვრცლად
"საბაზო პენსია მატულობს 20 ლარით წელიწადში, ამ ტემპით თუ გაგრძელდა, 1 000 ლარიან პენსიას მიაღწევს მხოლოდ 30 წლის შემდეგ" - რომან გოცირიძე

დღეიდან კომიტეტებში მომავალი წლის ბიუჯეტის განხილვა იწყება. პროექტით, 2025 წლის მთავარ საფინანსო დოკუმენტში ხარჯვითი ნაწილი 31 მილიარდ 200 მილიონია, რაც მიმდინარე წლის ბიუჯეტზე მეტია. პროექტის თანახმად, რეალური ეკონომიკური ზრდა 5.5%-ით არის დაგეგმილი.

ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ თუ პენსიის ზრდა არსებული ტემპით გაგრძელდა, ის 1 000 ლარიან პენსიამდე 30 წლის შემდეგ ავა.

"საბაზო პენსია მატულობს 20 ლარით წელიწადში. ამ ტემპით თუ გაგრძელდა, 1 000 ლარიან პენსიას მიაღწევს მხოლოდ 30 წლის შემდეგ, 200 ლარით რომ პენსია გაიზარდოს ამ ტემპით - უნდა 10 წელიწადი. ძალიან დამამცირებელია ეს პენსიონერებისთვის," - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ევროოპტიმისტები" თავმჯდომარე რომან გოცირიძე.

დღის ამბები