04 ოქტომბერი 2024,   15:27
ვრცლად
არჩევანი თქვენზეა და ჩვენის მხრივ, ევროკავშირი პატივს ვცემთ ქართველი ხალხის მიერ დემოკრატიულად გაკეთებულ არჩევანს - პაველ ჰერჩინსკი

გთხოვთ მიდით არჩევნებზე და აირჩიეთ ის მომავალი, რომელიც გსურთ. არჩევანი თქვენზეა და ჩვენის მხრივ, ევროკავშირი პატივს ვცემთ ქართველი ხალხის მიერ დემოკრატიულად გაკეთებულ არჩევანს, - საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, პაველ ჰერჩინსკი მოახლოებულ არჩევნებთან დაკავშირებით საუბრობს. მისი თქმით, მისია უკვე ადგილზეა, ეუთოს ყველა წევრი ქვეყნიდან.

"2 წელია საქართველოში ვცხოვრობ და სხვა უცხო ქვეყნის მოქალაქეების მსგავსად, მასზე შეყვარებული ვარ. ეს არაჩვეულებრივი ქვეყანაა, ამაყი თავისი ტრადიციებითა და თავისუფლებისკენ სწრაფვით. უბრალოდ გეტყვით "მიეცით საქართველოს უფლება იყოს საქართველო". გთხოვთ მიდით არჩევნებზე და აირჩიეთ ის მომავალი, რომელიც გსურთ. არჩევანი თქვენზეა და ჩვენის მხრივ, ევროკავშირი პატივს ვცემთ ქართველი ხალხის მიერ დემოკრატიულად გაკეთებულ არჩევანს. 26 ოქტომბერს ქართველებს ექნებათ შესაძლებლობა გამოთქვან აზრი, იმედია ხალხი მივა და ხმას მისცემს, რადგან ეს იქნება ისტორიული არჩევნები, რომელიც გადაწყვეტს საქართველოს მომავალს.

მისია უკვე ადგილზეა, ეუთოს ყველა წევრი ქვეყნიდან, ევროკავშირის ყველა წევრისგან. ჩვენ დაველოდებით ეუთო ოდირის საარჩევნო მისიის შეფასებას და ისინი გვეტყვიან, თუ როგორი იყო არჩევნები." - აცხადებს პაველ ჰერჩინსკი.

დღის ამბები