04 ოქტომბერი 2024,   19:33
ვრცლად
“ვხედავთ, რომ გარკვეული ძალების მხრიდან არის მუდმივი მცდელობა, საქართველოს რაიმე სახით ჩრდილი მიაყენონ... ეს ფარსი, ქართული საზოგადოების წინაშე თამაშდება“ - ირაკლი ქადაგიშვილი

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 24 წევრის განცხადებას, “ქართული ოცნებისთვის“ ფასი არ აქვს - ასეთია სახელისუფლებო პარტიის პასუხი იმ დოკუმენტზე, რომელიც გუშინ საღამოს გამოქვეყნდა. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ტექსტი სავსეა ცრუ ინფორმაციით და მას ხელს ასამბლეის 612 წევრიდან, მხოლოდ 24 აწერს.

“პეისის“ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დეკლარაციაში წერია, რომ “საქართველოდან საგანგაშო ცნობები მოდის, რომლებიც აჩვენებს, თუ როგორ ემზადება მმართველი პარტია მომავალი საპარლამენტო არჩევნების მოპარვისთვის“ - ამ ტექსტის ავტორი ერიკ კროსია.

“ქართული ოცნება“, იმ ფაქტსაც გამოყოფს, სადაც ამბობენ რომ პოლიტიკოსი წარსულში მიხეილ სააკაშვილის მრჩეველი იყო და ბოლო პერიოდში საქართველოში საპროტესტო აქციებსაც ესწრებოდა.

“ვხედავთ, რომ გარკვეული ძალების მხრიდან არის იმის მუდმივი მცდელობა, საქართველოს რაიმე სახით ჩრდილი მიაყენონ და ეს არ არის პირველი შემთხვევა. ეს ფარსი, ქართული საზოგადოების წინაშე თამაშდება. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დეპუტატების დიდი ნაწილი ხვდება, რომ ისინი არასწორ თამაშში არიან ჩართულები საქართველოს წინააღმდეგ და ამიტომ, დოკუმენტს, 600-ზე მეტი წარმომადგენლიდან, მხოლოდ 24-მა დაუჭირა მხარი, მათ პოლიტიკური მიკერძოება გააჩნიათ და ამის ერთ-ერთი ინიციატორი ბატონი კროსია, რომელიც თბილისში გამართული მიტინგების მონაწილე იყო და რომელიც მთავრობის გადაყენებას ითხოვდა. არჩევნებში პირდაპირი ზეგავლენის მოხდენა სურთ და მანიპულირებენ დემოკრატიითა და ქართველი ხალხის ნებით,“- აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი.

დღის ამბები