21 დეკემბერი 2024,   20:44
ვრცლად
ერიკ კროსის კრიტიკულ განცხადებას საქართველოს შესახებ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 612 წევრიდან მხოლოდ 24-მა მოაწერა ხელი

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის გვერდზე გამოქვეყნდა ევროპარლამენტარ ერიკ კროსის მომზადებული განცხადება, სადაც აკრიტიკებენ საქართველოს და წერენ, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია ხელისუფლების კონტროლის ქვეშ არის.

აღნიშნულ განცხადებას, ასამბლეის 612 წევრიდან მხოლოდ 24-მა მოაწერა ხელი, ხელი არ მოუწერია ასამბლეის იმ წევრს, რომელიც სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელია.

შეგახსენებთ, რომ ერიკ კროსი იყო ესტონეთის პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე და ამჟამად ის გახლავთ ევროპარლამენტარი. ასევე არის "ალდეს" წევრი, აქვე აღვნიშნავთ, რომ ამავე "ალდეს" წევრი გახლავთ გიორგი ვაშაძე.

დღის ამბები