17 ნოემბერი 2024,   01:33
ვრცლად
"განცხადებები, რომელსაც ვისმენთ ევროკავშირის ელჩის მხრიდან, საარჩევნო კამპანიაში ჩარევის მცდელობაა" - კახა კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ევროკავშირის ელჩი არჩევნებში ჩარევასა და მასზე ზეგავლენის მოხდენას ცდილობს.

მისივე თქმით, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას ევროკავშირის ელჩის განცხადებებზე რეაგირება უნდა ჰქონდეს.

"ხალხმა უნდა იცოდეს, რა არის ერთ მხარეს. ერთ მხარეს არის - მშვიდობა, ქვეყნის განვითარება, ეკონომიკური გაძლიერება, ოჯახების კეთილდღეობა.

მეორე მხარეს არის - ომი, ნგრევა, სოფლების განადგურება, ტერიტორიების დაკარგვა.

2008 წელს, სამწუხაროდ, საკუთარ თავზე გამოვცადეთ, რამხელა საშინელების მომტანია ომი და არ გვინდა, იგივე გავიმეოროთ. შესაბამისად, განცხადებები, რომელსაც ვისმენთ, იგივე ელჩის მხრიდან, პირდაპირ, საარჩევნო კამპანიაში ჩარევის მცდელობაა.

უნდა მოვუწოდოთ ყველა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციას, მთელ მსოფლიოს გავაგებინოთ, როგორ იქცევა ევროკავშირის ელჩი და სხვა კონკრეტული საელჩოები", - განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ, განაცხადა, რომ "ქართული ოცნების" საარჩევნო ბანერებზე უკრაინის ომის კადრების გამოყენება "არის აღმაშფოთებელი, სამარცხვინო და ამაზრზენი".

დღის ამბები