08 დეკემბერი 2024,   01:17
ვრცლად
შესაძლებელია თუ არა საშიში ასტეროიდების შეჩერება - NASA-მ ახალი მისია დაიწყო და კოსმოსში ხომალდი გაგზავნა

NASA-მ ახალი მისია დაიწყო და კოსმოსში ხომალდი გაგზავნა - ხომალდი "ჰერა" ფლორიდის შტატიდან, კანავერასის გამშვები პუნქტიდან გუშინ გაფრინდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

კოსმოსური ხომალდი ასტეროიდისკენ მიემართება, რომელსაც NASA-მ 2022 წელს კურსი ხელოვნურად შეაცვლევინა.

პროექტი საერთაშორისო მისიის ნაწილია, რათა შემოწმდეს, შესაძლებელია თუ არა საშიში ასტეროიდების შეჩერება, რომლებიც დედამიწისკენ მოემართებიან.

პროექტი შეისწავლის, რა დაემართა ასტეროიდ "დიმორფოსს", რომელსაც NASA 2022 წელს შეგნებულად შეეჯახა და კურსი შეაცვლევინა.

დღის ამბები