თბილისში კიდევ ერთი ახალი ბაგა-ბაღი გაიხსნა. ისნის რაიონში მდებარე 30-ე საბავშვო ბაღი თბილისის მერმა დაათვალიერა.
დაწესებულება 350 აღსაზრდელზეა გათვლილი და, ამ ეტაპზე, 250 ბავშვია რეგისტრირებული.
მერიამ ბაღს ბავშვთა სათამაშო მოედნებისა და ატრაქციონებისათვის დამატებით ტერიტორია გადასცა. უკრაინელი ბავშვებისთვის აქ ასევე გახსნილია სასკოლო მომზადების ჯგუფიც, სადაც სწავლება უკრაინის ეროვნული პროგრამით მიმდინარეობს.
პროექტი დედაქალაქის ბიუჯეტიდან ოთხ-ნახევარი მილიონით დაფინანსდა.