"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მთაწმინდა-კრწანისის რაიონის დელეგატი დავით კაჭარავა, კრწანისში, ვახტანგ გორგასლის N39-ისა და N115-ის მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრაზე დელეგატმა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა. მოქალაქეები გაეცნენ "ქართული ოცნების" ძირითად ღირებულებებს და სამომავლო გეგმებს. ისაუბრეს აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებულ საჭიროებებსა და მათი გადაჭრის გზებზე.