09 ოქტომბერი 2024,   11:17
ვრცლად
პრეზიდენტის რეზიდენციაში კონსულტაციები გრძელდება - სალომე ზურაბიშვილი, სავარაუდოდ, დღეს გიორგი გახარიას გუნდს უმასპინძლებს

პრეზიდენტის რეზიდენციაში კონსულტაციები გრძელდება. სალომე ზურაბიშვილი, სავარაუდოდ, დღეს გიორგი გახარიას გუნდს უმასპინძლებს.

გუშინ, შეხვედრების მორიგი რაუნდი - "ნაციონალური მოძრაობისა" და კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერებთან უშედეგოდ დასრულდა. ტექნიკური მთავრობის ფორმირების იდეა ზურაბიშვილს არც ამ პოლიტიკოსებმა მოუწონეს.

ითქვა ისიც, რომ პრეზიდენტი მისივე დაწერილი ქარტიის პუნქტებს არღვევს. მხარეები, ამ ეტაპზე, მხოლოდ ზოგად პრინციპებზე
თანხმდებიან.

პარტიის "გახარია საქართველოსთვის" წევრი, თეონა აქუბარდია ამბობს, რომ ტექნიკური მთავრობა, ამ ეტაპზე, ერთ-ერთი საუკეთესო გამოსავალია.

"ტექნიკური მთავრობა, ამ ეტაპზე, რა თქმა უნდა, ამ ვითარებაში, არის ერთ-ერთი საუკეთესო გამოსავალი ჩვენი მიზნის მისაღწევად. შესაბამისად, რა თქმა უნდა, კონსულტაცია გვექნება პრეზიდენტთან და მოვისმენთ მის პოზიციებს და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ, 26 ოქტომბერს საქართველოს გამარჯვების შემდგომ, მოხდეს იმგვარად კონფიგურაცია მთავრობის, სადაც ჩვენი მიზნები "ნაციონალური მოძრაობის" და "ქართული ოცნების" მისამართით, იყოს შესრულებული," - აცხადებს თეონა აქუბარდია.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" წევრი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" წევრი, ჰერმან საბო დოკუმენტს არ ეთანხმება.

"პრეზიდენტის ქარტია თავიდანვე მკვდრადშობილი დოკუმენტი მგონია. შეგრძნება მაქვს, რომ ის ხალხი, ვინც ხელს აწერს ამ დოკუმენტზე, თვითონ ბოლომდე არ ეთანხმება მას," - აცხადებს ჰერმან საბო.

დღის ამბები