09 ოქტომბერი 2024,   11:25
ვრცლად
"სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების შესახებ" კანონი სამოქალაქო სექტორს გააცნეს

"სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების შესახებ" კანონი გააცნეს სამოქალაქო სექტორს შესაბამის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული სამოქალაქო კომიტეტის სხდომაზე.

კანონის მიზანი სოფლად მეწარმეობის განვითარების სტიმულირება და ფერმერთა კონკურენტუნარიანობის გაზრდის ხელშეწყობაა. ის ასევე განსაზღვრავს სფეროს განვითარების პოლიტიკის ზოგად პრინციპებს და ადგენს მოთხოვნებს. კანონის შემუშავება ევროპელ კოლეგებთან მჭიდრო თანამშრომლობით მოხდა და ის მთლიანად ეხმიანება ევროკავშირის მოთხოვნებს.

შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დაესწრო.

დღის ამბები