09 ოქტომბერი 2024,   12:29
ვრცლად
"ეროვნული მუზეუმისა და მუზეუმის თანამშრომლების სახელით, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილსა და მის ოჯახს, მორიგი მამულიშვილური საქმისთვის" - ნიკა ახალბედაშვილი უნიკალური ხელნაწერის საქართველოში ჩამოტანაზე

ეროვნული მუზეუმის დირექტორის პირველი მოადგილე იოანე ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერის საქართველოში ჩამოტანას ეხმაურება. მან ბიძინა ივანიშვილსა და მის ოჯახს, გაწეული მამულიშვილური საქმისთვის, მადლობა გადაუხადა.

მისი თქმით, საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, ხელნაწერი დამთვალიერებლებისთვის გამოიფინება. 

"მინდა, რომ, ეროვნული მუზეუმისა და მუზეუმის თანამშრომლების სახელით, დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ ბიძინა ივანიშვილსა და მის ოჯახს, მორიგი მამულიშვილური საქმისთვის. ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რომ იოანე ზოსიმეს წმინდა წიგნი ჩამობრძანდა საქართველოში და ის თავის ღირსეულ ადგილს დაიკავებს ეროვნული მუზეუმის ოქროს ფონდის საგანძურის გამოფენაზე, ისეთი ექსპონატების გვერდით, როგორიც არის ხახულის ხატი, თამარ მეფის ჯვარი, წილკნის ღვთისმშობელი და სხვა სიწმინდეები. პირველ რიგში, ვინაიდან ასეთი მაღალია საზოგადოებიდან ინტერესი, გადავწყვიტეთ, რომ ხელნაწერი გამოიფინოს დამთვალიერებლებისთვის. მაქსიმალურად ყველამ ნახოს და ამის შედეგ, უკვე ჩაერთვებიან დარგის სპეციალისტები, ხელნაწერების მცოდნეები, ექსპერტები, სხვადასხვა სამეცნიერო ინსტიტუტის თანამშრომლები და უკვე ასეთი კოლექტიური სპეციალისტების მიერ შედგენილი კომისია შეისწავლის მეცნიერულ დონეზე," - აცხადეს ნიკა ახალბედაშვილი.

 

ავტორი: ნანა გოგატაძე 

დღის ამბები