ხორვატიის პრეზიდენტი წინააღმდეგია, რომ მისი ქვეყნის ჯარისკაცებმა უკრაინაში ნატოს მისიაში მიიღონ მონაწილეობა. ზორან მილანოვიჩი ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება ქვეყნის უსაფრთხოებას საფრთხეს შეუქმნის, რადგან შესაძლებელია, ამით კონფლიქტი ხორვატიაზეც გავრცელდეს.
უკრაინული მედიასაშუალება The Kyiv Independent-ი წერს, რომ მილანოვიჩი ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება ივლისში, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტზე დამტკიცებულ პაკეტს. დოკუმენტი ითვალისწინებს NATO-ს სპეციალური პროგრამის შექმნას, რომელიც უკრაინას უსაფრთხოების სფეროში დახმარებას გაუწევს და მისთვის სამხედრო დახმარების კოორდინაციას მოახდენს.
ხორვატიის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას არ იზიარებს ამავე ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. ანდრეი პლენკოვბიჩი ამბობს, რომ მილანოვიჩის განცხადება "მანიპულაციაა", რომელიც ხორვატიის საერთაშორისო იმიჯს აზიანებს.