აბაშაში, გუშინ ღამით, ბანკის გაძარცვა სცადეს. არსებული ინფორმაციით, მძარცველებმა "კრისტალ ბანკის" ინვენტარი დაამტვრიეს, მათ შორის ტელევიზორი და კომპიუტერები. ამასთან, გავრცელებული ცნობით, საცავი, რომლის გახსნასაც შემდუღებელი აპარატით ცდილობდნენ, თუმცა ვერ გახსნეს.
ასევე, როგორც ცნობილია, მძარცველებმა ბანკიდან თანხის და ინვენტარის წაღება ვერ მოახერხეს. მიმდინარეობს გამოძიება.