02 ნოემბერი 2024,   19:55
ვრცლად
ბათუმის დრამატულ თეატრში წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა

ქალაქ ბათუმის დრამატულ თეატრში წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა.
 
ბათუმის სკოლების მოსწავლეებს კომპიუტერები აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ალექსანდრე წულაძემ და აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა გადასცეს.
 
მთავრობის წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს და მოსწავლეებს მიღწეული წარმატება მიულოცეს.

2024 წელს აჭარის რეგიონში ჯამში 396 წარჩინებული მოსწავლეა, აქედან 180 ბათუმის სკოლებში სწავლობს.  
 
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პროგრამის "ჩემი პირველი კომპიუტერის" ფარგლებში წარჩინებულ მოსწავლეებს კომპიუტერები ყოველწლიურად გადაეცემათ. წელს საქართველოს მასშტაბით ასეთი 5000-მდე მოსწავლე დაჯილდოვდება.
 
ყოველწლიურად კომპიუტერები გადაეცემათ იმსაჯარო სკოლების მოსწავლეებს, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს.

პროგრამის მთავარ მიზანს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და სკოლებში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლა/სწავლების მეთოდების გაძლიერება წარმოადგენს.

დღის ამბები