10 ოქტომბერი 2024,   21:07
ვრცლად
აშშ-მა ახლო აღმოსავლეთში, იორდანიის ბაზაზე "ეფ 15"-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების მესამე ესკადრილია გაგზავნა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ახლო აღმოსავლეთში, იორდანიის ბაზაზე "ეფ 15"-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების მესამე ესკადრილია გაგზავნა. ფაქტს წინ უძღოდა სატელეფონო საუბარი ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს შორის, რომლებმაც ირანზე ისრაელის საპასუხო დარტყმის საკითხი განიხილეს.

მედიის ცნობით, 30 წუთიან სატელეფონო საუბარში ისრაელმა აშშ-ს ირანზე დარტყმის საკუთარი გეგმა გააცნო. პარალელურად, ამ თემაზე დღეს ომის კაბინეტიც იმსჯელებს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელი რამდენიმე ვერსიას განიხილავს, - ეს არის ირანის ატომური იარაღის წარმოების განადგურება, ჰიდროელექტროსადგურების აფეთქება, ნავთობმწარმოებელ ობიექტებზე თავდასხმა და ლიდერების მკვლელობა.

"ვნახეთ თავდასხმა, რომელიც ირანმა ჩვენზე ცოტა ხნის წინ განახორციელა. აგრესიული შეტევა იყო თუმცა წარუმატებელი. ზუსტად იმას გავაკეთებთ რასაც ყველა სხვა ფრონტზე. ჩვენი დარტყმა მომაკვდინებელი და ზუსტი იქნება. ვერ მიხვდებიან რა და როგორ მოხდა. დაინახავენ შედეგებს," - აცხადებს ისრაელის თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი.

დღის ამბები