21 დეკემბერი 2024,   20:16
ვრცლად
ამაყი ვარ, რომ საქართველოს მოსახლეობის მუდმივი მხარდაჭერით, 12 წელიწადში ავაშენეთ ქვეყანა, რომელშიც ხელისუფლება ემსახურება ხალხს და ყველა ინსტიტუცია პროფესიონალურად ასრულებს თავის მოვალეობას - ბიძინა ივანიშვილი

ამაყი ვარ, რომ თქვენთან ერთად, საქართველოს მოსახლეობის მუდმივი მხარდაჭერით, 12 წელიწადში ავაშენეთ ქვეყანა, რომელშიც ხელისუფლება ემსახურება ხალხს და ყველა ინსტიტუცია პროფესიონალურად ასრულებს თავის მოვალეობას - ამის შესახებ "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა, ბათუმში, "ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსლისას განაცხადა. 

"12 წლის წინ დაგპირდით, რომ თქვენი ნდობის შემთხვევაში, ქართველ ხალხს აუცილებლად დავუბრუნებდით წართმეულ ღირსებას, რადგან მიგვაჩნდა და დღესაც იმავე რწმენით ვართ, რომ პოლიტიკის ამოსავალი წერტილი ადამიანი უნდა იყოს, ხელისუფლება კი მისი უფლებების დაცვის მთავარი გარანტი.

ამაყი ვარ, რომ თქვენთან ერთად, საქართველოს მოსახლეობის მუდმივი მხარდაჭერით, 12 წელიწადში ავაშენეთ ქვეყანა, რომელშიც ხელისუფლება ემსახურება ხალხს და ყველა ინსტიტუცია პროფესიონალურად ასრულებს თავის მოვალეობას; ქვეყანა, სადაც ამ ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს თუ სტუმარს ღირსეულად შეუძლია ცხოვრება, განურჩევლად მისი ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილებისა; ქვეყანა, სადაც აბსოლუტურად ყველა მიმართულებით, იქნება ეს: ჯანდაცვის, სოციალური, ეკონომიკური თუ სხვა სფერო – მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს; ქვეყანა, სადაც ძალოვანი უწყებები და მართლმსაჯულების სისტემა თანხვედრაშია ევროპულ სტანდარტთან.

რაც მთავარია, მნიშვნელოვნად შევამცირეთ სიღარიბე, თუმცა გვესმის, რომ ამ მიმართულებით მუშაობა კიდევ უფრო აქტიურად უნდა გავაგრძელოთ, რათა ოკუპაციასთან ერთად, ჩვენი მთავარი გამოწვევა – სიღარიბე სამუდამოდ დავძლიოთ!

საერთო ჯამში, 2012 წლის 1 ოქტომბერს არა მხოლოდ ავტორიტარული რეჟიმი დავამარცხეთ და ქვეყანა დავიბრუნეთ, არამედ, ამ დღიდან მოყოლებული, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ პრინციპულად გააუმჯობესა მდგომარეობა ყველა სფეროში, ყველა მიმართულებით! ამაზე ძალიან ბევრი ისაუბრა პრემიერ-მინისტრმა, მე მინდოდა შემეხსენებინა, რომ სამი დღის წინ გამოსვლა მთავრობასთან ერთად, იყო ძალიან შთამბეჭდავი, დღესაც ძალიან კარგად მოგახსენათ, თუ რამდენი მიღწევები გვაქვს ყველა მიმართულებით. მაგრამ, გარდა პრემიერის გამოსვლისა და შიდა მიღწევებისა, რომელსაც თქვენ ხედავთ, კარგად შეიძლება ვნახოთ საერთაშორისო რეიტინგებიც,"- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. 

დღის ამბები