11 ოქტომბერი 2024,   17:20
ვრცლად
"გახარია არის ადამიანი, რომელიც გაურიგდა "ნაცმოძრაობას", ამ ბოროტ, ბინძურ, ყველაფრის მკადრებელ ძალას, იგივე შემიძლია ვთქვა ხაზარაძეზე" - კახა კალაძე

"ყველამ კარგად ვიცით, რომ "ნაციონალური მოძრაობა" არის ძალიან საშიში, ბოროტი ძალა ქვეყნისთვის. ჩვეულებრივი აგენტურაა - ყველამ ვიცით, როგორ და საიდან იმართება, ვის დავალებებს ასრულებენ. რაც შეეხება გახარიას - ეს არის ადამიანი, რომელიც გაურიგდა ამ ბოროტ, ბინძურ, ყველაფრის მკადრებელ ძალას. იგივე შემიძლია ვთქვა ხაზარაძეზე," - ეს განცხადება თბილისის მერმა, კახა კალაძემ გააკეთა.

მისივე თქმით, გიორგი გახარიას კოალიცია აქვს "ნაციონალურ მოძრაობასთან", ხოლო მამუკა ხაზარაძე წინა ხელისუფლების დროს "ნაცმოძრაობის" დავალებებს ასრულებდა, გარეკვეული მიმართულებებით.

"ვინ იყო ხაზარაძე? შეიძლება პოლიტიკური პარტიის წევრი არ ყოფილა, მაგრამ მას სხვა მიმართულებით კონკრეტული დავალებები ჰქონდა და სხვა მხრიდან აუბედურებდა ხალხს და ოჯახებს. ერთი გუნდი იყო ეს, ყველას თავისი მიმართულება ჰქონდა. გახარია პირდაპირ კოალიციაშია შესული "ნაციონალურ მოძრაობასთან". არანაირი პრინციპები არ გააჩნიათ - ამათ ყველას ჰყავთ ერთი პატრონი, რასაც ეუბნებიან, იმას აკეთებენ, - ვინ ვისთან გაერთიანდეს, ვისთან დაწყვილდეს, ვისთან ერთად იაროს და ა.შ." - აცხადებს კახა კალაძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები