11 ოქტომბერი 2024,   17:22
ვრცლად
მსჯავრდებული ბოლომდე ბრალს არ აღიარებს, მაგრამ პირდაპირ ხელს ადებს "ნაცმოძრაობასთან" დაკავშირებულ პირებს, მათ შორის, უკრაინის ხელისუფლების ერთ-ერთ მაღალჩინოსანს - ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს პროკურატურის ბრიფინგს გამოეხმაურა, სადაც აღინიშნა, რომ გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე დაკავებულმა დარჩო ხეჩუაშვილმა გამოძიებას მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდა.

ირაკლი კობახიძის თქმით, მართალია დარჩო ხეჩუაშვილი ბრალს არ აღიარებს, თუმცა ის ხელს ადებს "ნაციონალური მოძრაობასთან" დაკავშირებულ პირებს.

პრემიერის თქმით, აღნიშნული პროვოკაცია რამდენიმე წლის წინ, არჩევნების წინ მოხდა და ოპოზიციური პარტიების მხრიდან მძიმე პროვოკაციების მოწყობის მცდელობა ამ დრომდე არსებობს, თუმცა ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მსგავსი სახის პროვოკაციები აღიკვეთოს.

"ძალიან საინტერესოა ეს დეტალები. გახსოვთ, რომ ეს უმძიმესი პროვოკაცია მოხდა უშუალოდ არჩევნების წინ, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, რა თქმა უნდა, საინტერესო დეტალია ის, რომ მართალია ეს ადამიანი დღეს ბოლომდე ბრალს არ აღიარებს, მაგრამ პირდაპირ ხელს ადებს "ნაცმოძრაობასთან" დაკავშირებულ პირებს, მათ შორის, უკრაინის ხელისუფლების ერთ-ერთ მაღალჩინოსანს. ამას სჭირდება დამატებითი გამოძიება და სიფრთხილის გამოჩენა.

წარმოიდგინეთ, საქართველოში ადამიანს ემუქრებოდა 18 წლიანი ციხე, ასე დროს ის კვეთს ე.წ. მწვანე საზღვარს, ცდილობს საქართველოში შემოვიდეს უკანონოდ. როგორ შეიძლება ამხელა რისკზე წავიდეს საქართველო თუ ის არ შემოდის საქართველოში მორიგი დავალების შესასრულებლად. ეს არის ვარაუდი რომელიც შეიძლება გამოითქვას, დანარჩენი უნდა დაადგინოს გამოძიებამ, მაგრამ კიდევ ერთხელ , ეს ფაქტი მიანიშნებს იმაზე, რომ გვჭირდება მაქსიმალური სიფრთხილე. საარჩევნო პროცესი წარიმართება მშვიდ გარემოში, თუმცა ორი კვირაა დარჩენილი, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ საარჩევნო პროცესი ბოლომდე მივიყვანოთ მშვიდ გარემოში, ამისათვის გვჭირდება პროვოკაციების პრევენცია, მათ შორის, მძიმე პროვოკაციების პრევენცია, რაზეც გრძელდება საუბარი კოლექტიურ "ნაცმოძრაობის" პარტიულ ოფისებში. სახელმწიფო იქნება მაქსიმალურად კონცენტრირებული იმისთვის, რომ ვერცერთი პროვოკაცია ვერ მოაწყონ ამ ორი კვირის განმავლობაში", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები