17 ნოემბერი 2024,   02:56
ვრცლად
მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარე: მონტენეგროს ევროკავშირში შესვლა სურს ორ ფეხზე დგომით და არა მუხლებზე ცოცვით

"მონტენეგროს ევროკავშირში შესვლა სურს ორ ფეხზე დგომით და არა მუხლებზე ცოცვით",- ამის შესახებ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მქონე მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარემ, ანდრია მანდიჩმა, ფინელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც შეხვედრის შემდეგ აღინიშნა, მონტენეგროს სურვილია ევროკავშირში მიღწეული შედეგების საფუძველზე გაწევრიანდეს.

"გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა. მინდა მადლობა გადავუხადო ფინეთს იმ ძლიერი მხარდაჭერისთვის, რომელიც მან ჩვენს ევროპულ მოგზაურობაში გამოჩინა",- განაცხადა მანდიჩმა.

დღის ამბები