08 ოქტომბერი 2024,   20:39
ვრცლად
რუსეთის ავიაიერიშებს ქალაქ ლატაკიაში 120 ადგილობრივი მცხოვრები ემსხვერპლა

რუსეთის ავიაიერიშებს ქალაქ ლატაკიაში 120 ადგილობრივი მცხოვრები ემსხვერპლა.

ამ ინფორმაციას სირიის ოპოზიცია ავრცელებს, რომელიც ირწმუნება, რომ რუსულმა მოიერიშეებმა ლატაკიის გარეუბნები დაბომბეს, რამდენიმე რაკეტა კი დასახლებულ პუნქტში ჩავარდა.

მათივე ცნობით, დაღუპულებს შორის ქალებიც და ბავშვებიც არიან. სირიის ოპოზიცია ასევე ირწმუნება, რომ სირიის სამთავრობო ძალებმა ავიაიერიში განახორციელეს დამასკოს გარეუბანზე და საერთაშორისო კონვენციებით აკრძალული ბომბები გამოიყენეს.

რუსეთის ავიაციამ ქალაქი ალეპოც დაბომბა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში ისლამური სახელმწიფოს 49 სამიზნე გაანადგურეს.

დღის ამბები