13 ოქტომბერი 2024,   12:21
ვრცლად
როგორი ამინდი იქნება დღეს საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 13-15 ოქტომბერს მოსალოდნელია გრილი და დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი. თბილისში მოიღრუბლება და გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +19 გრადუსამდე დაიკლებს.

აღმოსავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს. დღის მეორე ნახევრიდან უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა: ბარში +17, +22; მთაში +16, +21; მაღალ მთაში +12, +17.

დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით უმეტესად უნალექოდ, დღის მეორე ნახევრიდან უმეტეს რაიონში ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში +23, +28; მთაში +18, +23; მაღალ მთაში +15, +20.

დღის ამბები