13 ოქტომბერი 2024,   14:11
ვრცლად
საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი, 3.5 კმ-იანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და სააეროდრომო ინფრასტრუქტურის მშენებლობა დაიწყო

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის ახალი, 3.5 კმ-იანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და სააეროდრომო ინფრასტრუქტურის მშენებლობა დაიწყო.

პირველ ეტაპზე მიმდინარეობს ტერიტორიის გაწმენდითი სამუშაოები, ხოლო შემდეგ დაიწყება მიწის საექსკავაციო პროცესი. 240 მლნ ლარიან პროექტს სამშენებლო კომპანია “ანაგი“ განახორციელებს, რისი დასრულების შემდეგაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი იქნება ერთადერთი აეროპორტი საქართველოში, რომელიც დიდი ზომის საჰაერო ხომალდების მიღებას შეზღუდვების გარეშე შეძლებს.

ახალი, 3.5 კმ-იანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და სააეროდრომო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გენერალური განვითარების გეგმის პირველი ფაზის ნაწილია, რომელზეც მუშაობა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ჩართულობით, მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა საავიაციო საკონსულტაციო კომპანია IATA კონსალტინგმა ცოტა ხნის წინ დაასრულა.

დღის ამბები