13 ოქტომბერი 2024,   14:24
ვრცლად
უკრაინაში ომი გრძელდება - საჰაერო თავდაცვამ რუსების 31 დრონი ჩამოაგდო

ფრონტის ხაზი უცვლელია უკრაინაში - გასულ ღამით შეტევა იყო დონეცკის ოლქზე, შედეგად დაიღუპა ორი და დაშავდა 11 მშვიდობიანი მოქალაქე. დაიბომბა სუმის და ზაპოროჟიეს ოლქებიც.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსეთმა ღამით უკრაინის მიმართულებით 68 დრონი გაუშვა, მათ შორის, 31 უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო. უკრაინამ კი დრონებით იერიშები მიიტანა ბელგოროდის ოლქზე, შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა სამი ადამიანი.

რუსებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში 1 300 ჯარისკაცი დაკარგეს.

“ყოჩაღ თითოეულ ჯარისკაცს, სერჟანტს, ოფიცერს, რომლებიც უზრუნველყოფენ ჩვენი პოზიციების დაცვას. საერთო ჯამში, დონეცკის ოლქსა და ზაპოროჟიეს მიმართულებაზე ძალიან რთული პირობებია, იქ მტრის ხისტი მოქმედებებია, თუმცა, ჩვენი დანაყოფების სიმტკიცეს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. სწორედ ჩვენს სიმტკიცეზეა ყველაფერი დამოკიდებული.

რაც შეეხება კურსკის ოპერაციას, იყო რუსეთის მცდელობები, უკან დაეხიათ ჩვენი პოზიციები, თუმცა ვინარჩუნებთ გარკვეულ ხაზებს,“ - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

დღის ამბები