13 ოქტომბერი 2024,   14:11
ვრცლად
კატასტროფების რისკის შემცირების დღესთან დაკავშირებით, ახალგაზრდული ფორუმი გაიმართა

კატასტროფების რისკის შემცირების დღესთან დაკავშირებით, ახალგაზრდული ფორუმი გაიმართა. ფორუმი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ და გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენელმა გახსნეს.

პანელური დისკუსიების ფარგლებში, გარემოსდაცვით და აგრარულ სექტორში არსებული სიახლეები, საჭიროებები და ახალგაზრდებისათვის არსებული შესაძლებლობები განიხილეს.

ფორუმზე პროექტის ფარგლებში გამოცხადებული ესსეების კონკურსის გამარჯვებულებიც დაჯილდოვდნენ.

დღის ამბები