07 ნოემბერი 2024,   23:58
ვრცლად
ზაალ ანჯაფარიძე - მომდევნო დღეები იქნება ლაკმუსის ქაღალდი ქარტიაზე ხელმომწერი პარტიებისათვის. რჩებიან კონსტიტუციის ჩარჩოებში თუ გადიან და უკვე ანტიკონსტიტუციურ ძალებად გვევლინებიან

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე “ტექნიკურ მთავრობასთან“ დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგს ეხმიანება. როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს, მომდევნო დღეები იქნება ლაკმუსის ქაღალდი ქარტიაზე ხელმომწერი პარტიებისათვის. რჩებიან კონსტიტუციის ჩარჩოებში თუ გადიან და უკვე ანტიკონსტიტუციურ ძალებად გვევლინებიან.

“ძალიან, აი ძალიან გაუტია ამ მართლა რეზიდენტმა სალომემ ქვეყნის კონსტიტუციის ფეხქვეშ გათელვაში.

მიმითითეთ, თუნდაც ერთი პუნქტი ქვეყნის კონსტიტუციაში, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტი წარადგენს რაღაც გაურკვეველ “ტექნიკურ მთავრობას,“ არჩევნებში გამარჯვებული პარტიები მოწმეების როლში არიან და ამ “საკონსტიტუციო გადატრიალებაში“ მონაწილეობენ.

მომდევნო დღეები იქნება ლაკმუსის ქაღალდი ქარტიაზე ხელმომწერი პარტიებისათვის. რჩებიან კონსტიტუციის ჩარჩოებში თუ გადიან და უკვე ანტიკონსტიტუციურ ძალებად გვევლინებიან“- წერს ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

დღის ამბები