07 ნოემბერი 2024,   23:21
ვრცლად
კახა კალაძე: გიორგი ქოჩორაშვილი და ოთარ კიტეიშვილი, ეს ორი ადამიანი არის ჩვენი ნაკრების გული

თბილისის მერი, კახა კალაძე საქართველოს ეროვნული ნაკრების გუშინდელ თამაშს გამოეხმაურა და ფეხბურთელებს ბრძოლისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, ნაკრების თითოეულ წევრს განსაკუთრებული როლი აქვს.

“ჩვენ გვყავს ძალიან ბევრი ვარსკვლავი, მაღალი დონის ფეხბურთელები, ყველას განსაკუთრებული როლი აქვს ჩვენს ნაკრებში. არ მინდა რომელიმე გამოვყო, თუმცა, მინდა ორი ფეხბურთელის მნიშვნელობაზე ვისაუბრო - გიორგი ქოჩორაშვილი და ოთარ კიტეიშვილი. ეს ორი ადამიანი არის ჩვენი ეროვნული ნაკრების გული და უდიდეს როლს ასრულებენ როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში. გულდასაწყვეტია, რომ ქოჩორაშვილი შემდეგ თამაშს ყვითელი ბარათების გამო გამოტოვებს“, - განაცხადა თბილისის მერმა.

დღის ამბები