07 ნოემბერი 2024,   22:42
ვრცლად
უკრაინა კვლავ უწყვეტი თავდასხმის ქვეშაა - დონეცკის ოლქზე განხორციელებულ იერიშებს 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

უკრაინა კვლავ უწყვეტი თავდასხმის ქვეშაა. რუსულ ტყვიებს კი, ისევ მშვიდობიანი მოქალაქეები ეწირებიან. ამჯერად აგრესორის სამიზნე დონეცკზე გასწორდა. გასულ ღამით ოლქში განხორციელებულ იერიშებს 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, არიან მძიმედ დაშავებულებიც. სარაკეტო იერიშებმა საცხოვრებელ სახლები და ინფრასტრუქტურა დააზიანა.

დონეცკის ოლქთან ერთად საჰაერო თავდასხმის ობიექტებად იქცა ოდესის, სუმის და ზაპოროჟიეს ოლქები. დრონებით განხორციელებული თავდასხმისას არაერთი ადამიანი დაშავდა.

საომარი მოქმედებების პარალელურად, უკრაინის პრეზიდენტი ევროპულ ტურნეს განაგრძობს.

ბერლინში გერმანიის კანცლერთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ვოლოდიმირ ზელენსკიმ იმედი გამოთქვა, რომ უკრაინული არმიის დახმარება არ შემცირდება.

დანაკარგებს განიცდის რუსული მხარეც. მხოლოდ ბოლო 24 საათში ოკუპანტის არმიამ 1200-ზე მეტი სამხედრო და საარტილერიო სისტემა დაკარგა.

დღის ამბები