21 დეკემბერი 2024,   15:36
ვრცლად
პარტია “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში დელეგატი ვლადიმერ ბოჟაძე გლდანის რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ გლდანის დელეგატი ვლადიმერ ბოჟაძე, გლდანის VII მ/რ-ის მე-15 კორპუსის მიმდებარედ მოსახლეობას შეხვდა.

დელეგატმა შეხვედრაზე მოისმინა პრობლემები, რომელთა აღმოფხვრაშიც მოსახლეობას მხარდაჭერა აღუთქვა. ასევე, მუნიციპალურ საკითხებთან ერთად, აქტიურად განიხილეს ქვეყნის წინაშე არსებული პოლიტიკური გამოწვევები, ასევე ისაუბრეს 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე.

დელეგატის თქმით მოსახლეობასთან ისაუბრა მშვიდობაზე, რომლის შენარჩუნებაც “ქართული ოცნების“ გუნდის მთავარი პრიორიტეტია და რომლის ფასიც ყველაზე მეტად იცის ქართულმა მოსახლეობამ.

დღის ამბები