27 დეკემბერი 2024,   09:46
ვრცლად
Lufthansa-მ, ებრაელი მგზავრებისთვის ფრენის აკრძალვისთვის, რეკორდული ჯარიმა მიიღო

აშშ-მა, ავიაკომპანია Lufthansa-ს, ებრაელი მგზავრებისთვის ფრენის აკრძალვისთვის, რეკორდული ჯარიმა - 4 მილიონი დოლარი დაუწესა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

საქმე ეხება ებრაელი მგზავრებისთვის 2022 წელს ფრენის აკრძალვას, რადგან ზოგიერთმა, სავარაუდოდ, უარი თქვა წესების დაცვაზე, რომელიც ნიღბის ტარებას მოითხოვდა.

აშშ-ის ტრანსპორტის სამინისტრომ დაადგინა, რომ Lufthansa-მ მგზავრების
მიმართ დისკრიმინაცია მოახდინა იმით, რომ ეპყრობოდა მათ ისე "თითქოს ისინი ერთი დაჯგუფება იყვნენ", მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მათგანი ერთად არ მოგზაურობდა და არ იცნობდა ერთმანეთს.

უწყების განმარტებით, Lufthansa-სთვის დაწესებული ჯარიმა რეკორდულია, რადგან მათ აქამდე, სამოქალაქო უფლებების დარღვევისთვის, ამხელა ჯარიმა არცერთი კომპანიისთვის არ დაუკისრებიათ.

დღის ამბები