18 ოქტომბერი 2024,   07:25
ვრცლად
გრიგოლ ლილუაშვილი სუს-ის ინფორმაციაზე: ეს გაკეთდა იმ ადამიანების გასაფრთხილებლად, ვინც ამაში არიან ჩართულები, რომ თუ დაარღვევენ კანონს, გატარდება შესაბამისი ღონისძიებები

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციასთან დაკავშირებით, უწყების ხელმძღვანელი, გრიგოლ ლილუაშვილი პირველ კომენტარს აკეთებს. მისი თქმით, ინფორმაცია გავრცელდა პრევენციის მიზნით და სუს-მა გააფრთხილა ის პირები, ვინც პროცესშია ჩართული და ვინც ქვეყნის ყოველდღიურობაში დისონანსის შეტანას შეეცდება.

მისივე განცხადებით, თუ ისინი კანონს დაარღვევენ, უწყება მათ წინააღმდეგ შესაბამის ღონისძიებებს გაატარებს.

"ეს არის ინფორმაცია, რომელსაც სამსახური ფლობს. ეს გაკეთდა პრევენციისთვის, იმ ადამიანების გასაფრთხილებლად, ვინც ამაში არიან ჩართულები, რომ თუ ისინი გადაკვეთენ კანონით გათვალისწინებულ წითელ ზღვარს, რასაც კანონდარღვევა ჰქვია, გატარდება შესაბამისი ღონისძიებები. ეს იყო გაფრთხილება, რომ მეტი სიფრთხილით მოეკიდონ ამ საკითხს. სუსი-დან არ არის ეს ჩანაწერები, არის იმ ჯგუფებიდან, რომლებიც შეეცდებიან დისონანსი შეტანას ყოველდღიურ, მშვიდობიან ცხოვრებაში," - აცხადებს გრიგოლ ლილუაშვილი.

საუბარია სუს-ის ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, პოლიტიკურ წრეებთან დაკავშირებული ჯგუფები, არჩევნების წინ, ხელოვნური ინტელექტის და სხვა ტექნოლოგიების მეშვეობით დამონტაჟებული, ფალსიფიცირებული ვიდეო და აუდიო ჩანაწერების გავრცელებას გეგმავენ, სადაც გამოყენებული იქნება ხელისუფლების წარმომადგენელთა ხმები და ვიდეო გამოსახულება.

დღის ამბები