22 ოქტომბერი 2024,   11:26
ვრცლად
ალექსანდრე რაქვიაშვილი პრეზიდენტის იმპიჩმენტზე: დარწმუნებული ვარ "ქართულ ოცნებას" 100 ხმა არ ექნება და თუ ექნება, ქვეყანა ბევრად უფრო სერიოზული პრობლემების წინაშე იქნება

პრეზიდენტის იმპიჩმენტის მორიგი მცდელობა - საპარლამენტო უმრავლესობამ საკანონმდებლო ორგანოში პროცედურები დაასრულა, ახლა საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოში გადაინაცვლებს. თემაზე კეთდება პოლიტიკური შეფასებები.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ საკონსტიტუციო სარჩელს არანაირი შინაარსობრივი დატვირთვა არ ექნება. 

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი აცხადებს, რომ "ქართული ოცნებას" 100 ხმა ვერ ექნება. 

"ამ სარჩელს არანირი ინფორმაციული დატვირთვა არ აქვს. უბრალოდ რაღაც ინფორმაციული საგანია, რომ ამაზე ისაუბრონ, იმიტომ, რომ "ქართულ ოცნებას" თეორიულად რომ ეს ხმები ჰქონდეს, იმპიჩმენტი მაქსიმუმ რამდენიმე კვირით დააჩქარებს პრეზიდენტის გადადგომას. დარწმუნებული ვარ "ქართულ ოცნებას" 100 ხმა არ ექნება და თუ ექნება ქვეყანა ბევრად უფრო სერიოზული პრობლემების წინაშე იქნება", - აცხადებს ალექსანდრე რაქვიაშვილი. 

დღის ამბები